* * * (მოდის ყვირილა და გულწასული ყვავილი მოაქვს)

მოდის ყვირილა და 

გულწასული ყვავილი მოაქვს 

ტალღას პატარა... 

მზეა დილიდან, 

შენ ხომ არ გახსოვს როდის აშენდა 

ზედა საქარა?! 

მოდის ყვირილა და 

ტაძრის ახლოს, 

,,ლოცვანს" კითხულობს 

ზოგჯერ ყმაწვილი... 

სანთელი, 

ბიჭი, 

მდინარე, 

ბორცვი _ 

ჩემი სამშობლოს ერთი ნაწილი.


2003. 


წიგნიდან  "აკაციის ხეივანი" და ჟურნალი  "მნათობი" 2004წ. 9/12