ძალიან მინდა მოვტაცო სითბო,
ტყის პირს დანთებულ კოცონს,
მაგრამ იქნება ჩიტი ფრთებს ითბობს,
ყვავილს ტკაცუნი მოსწონს.
ხმაურში აღარ მესმის რა მკითხე,
რა ლამაზია ცეცხლი...
პრიალებს ბნელში თეთრად არყის ხე,
როგორც მზის სხივზე ვერცხლი.
1987.
Kკრებულიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~