*** (წმინდა გიორგის სალოცავს ვხედავ)

წმინდა გიორგის სალოცავს ვხედავ,

ფიქრმა შემიპყრო, კლდეა ფრიალო,

შევარდენის ფრთას მოვაბა უნდა,

თამარის დროშა ავაფრიალო.


ქარვისფერ მტევანს სიმღერა ვუთხრა _

შაირებად და ხანაც იამბოდ,

მოდი, დაჯექი, რაღაც მაწუხებს,

რასაც განვიცდი, ჩუმად გიამბობ...


1986.

Gგამოქვეყნდა ჟურნალში `მნათობი~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~