ის, რაც არ ახდა, ხომ უფრო გახსოვს?
ხან ტკივილს, ხანაც სინანულს იწვევს,
სიყვარულია ძვირად რომ ფასობს,
თორემ ყველაფერს ვიყიდით ისევ.
მოდი, ასწიე პატარა ყანწი,
ვითომ ცხოვრებას ვიწყებთ თავიდან,
ნახე, რა ნაზი ფერებით გვაწვიმს
მერე რა... თუკი წლები გავიდა...
მე უნდა მოვკვდე შენი ალერსით,
გათენებისას მოვკვდები, რადგან
კიდევ შეგხედავ თვალებგახელილს,
ჩემს წინ ღიმილით და ცრემლით დამდგარს.
ის, რაც არ ახდა, ხომ უფრო გახსოვს,
ტკივილს თუ არა, სინანულს იწვევს,
სიყვარულია ძვირად რომ ფასობს,
თორემ ყველაფერს ვიყიდით ისევ.
1997.
წიგნიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~