შებინდებისას მოველ ვედრებით
ცოტა ხნის შემდეგ დასასრულია,
ღვთის გულისათვის, ნუ შეჩერდები,
თუ ვინმეს შენი შველა სწყურია.
ერეკებიან შესაწირ ხბოებს,
ჭაობი ითრევს ნაპირს ლელიანს,
ღვთის გულისათვის, მალე თქვი თორემ...
მალე თქვი, შენგან რასაც ელიან.
1996.
გამოქვეყნდა ჟურნალში `ცისკარი~ და წიგნში `თოვლივით თეთრი მწუხარება~