თოვს, ახლა გეტყვი ყველაზე მთავარს,
როცა მცივა და ასე ვკანკალებ,
ყველა ნაკვალევს შენსკენ მოვყავარ,
შენსკენ მოვყავარ ყველა ნაკვალევს.
მისმინე, ვფიქრობ, ჩვენი ბრალია,
ანდა, არც არის არავის ბრალი,
როცა ჩიტისთვის მიაქვთ გალია,
როცა კაცისთვის არ მიაქვთ ვალი...
1986.
გამოქვეყნდა ჟურნალში `ცისკარი~ და წიგნში `თოვლივით თეთრი მწუხარება~