ღვინობისთვე

გადამსკდარია ყურძნის მარცვლები,

მზეზე, ვით ქალის მკერდზე საკინძე,

დადუღებულა "სამოთხის სითხე",

არც კი სცალია ახლა მასპინძელს. 


თარი კუთხეში აყუდებულა, 

დაუფენიათ ტახტხე ჭილოფი 

და ჭურის თავთან სადღეგრძელოა, 

მოშუშებული ყველა ჭრილობის. 

 

2007

გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"