*** (მე ვიცი რასაც მოყვები ახლა)

მე ვიცი რასაც მოყვები ახლა,

ამას ყვებოდა გრიგალი წუხელ,

მიაჭრიალებს ბედი წვალებით

ადამის მხრებზე შემოდგმულ უღელს.


ვის უკვირს ჩიტი ნანადირევი,

კაენის ცოდვა, თევზის ფართხალი,

აღარ დავეძებ სხვასთან რომ სტყუი,

შენს თავთან თუ ხარ მაინც მართალი?!


                                                                        2001.

დაბეჭდილია ჟურნალში `მნათობი~ და ყველა საავტორო კრებულში