*** (კარი გავაღე)

ლ-ს

 

კარი გავაღე, არ თოვდა, მაგრამ

წვიმდა და ყინვა ყინავდა წვეთებს,

ღრუბელი ჰგავდა დაბნეულ ფარას,

მთის თავზე მგელი რომ დააფეთებს.

და უცებ როგორ მომინდა თოვლი,

შენგან ნასროლი გუნდის სიცივე,

რომ ჩამომადნა ნარბენს და მოღლილს

და რომ სახლამდე ვერ მოვიცილე.


1989.