ქარმა ღრუბლები გამოგარიდა,
საყვარელ ქუჩებს ფეხით მიჰყვები.
თბილისსაც უყვარს ხანში შესული,
მამა, თავისი კარგი `ბიჭები~.
თვალდახუჭულიც რომ ვიდგე სადმე,
შენს ნაბიჯს სხვისგან მაინც ვანსხვავებ
და ღმერთის ნებით, ჩემს სამყაროში,
ხშირად შენ ჰკიდებ ფერად ვარსკვლავებს.
სიბერის ყმუილს არ შეუშინდე,
ზოგჯერ ტკივილად, ბზარად გაჩენილს,
ჩემი ლოცვები გააფერმკრთალებს,
რაც გულში დაგრჩა სევდის ნარჩენი.
ეგ შენი სახლი ჯადოსნურია,
სახლი, რომელშიც მუდამ ვთავნებობ,
სახლი, რომელიც უკვე დავტოვე
და იქ ცხოვრება მაინც არ მეყო.
1995
შეტანილია რამდენიმე პოეტურ კრებულში