ნეტარ იქმნებით სასუფეველში,
მიწამ დაკარგა თქვენი სინაზე,
შეაფრინდება აპრილში ვარდის
ფოთოლი ყველა სარკმელს მინაზე.
მშვიდობით, ვიცი მშვიდობა სუფევს
იქ, სადაც თქვენი სული ნეტარებს,
ილოცეთ, ისევ აჟღარუნებენ,
ტყვიად ჩამოსხმულ უხეშ მეტალებს.
ილოცეთ, ისევ ზანზარებს მიწა,
ქართული მიწა _ ჩვენი ღირსება,
ჯვარს ისევ მარტო დევნილი იცავს
და გული ჯერაც ბოღმით ივსება.
ნეტარ იქმნებით სასუფეველში,
მიწამ დაკარგა თქვენი სინაზე,
შეაფრინდება აპრილში ვარდის
ფოთოლი ყველა სარკმელს მინაზე.
1991.
წიგნიდან `აკაციის ხეივანი~