სიმღერა

მზეს სხივი ჩუმად მოვტაცე

და შევინახე ღამისთვის,

ზედ ვარსკვლავები ავასხი,

გულზე მაყრია მძივებად,

ფრთხილად შემოვალ ოთახში,

წარსულის მესაიდუმლე,

ციცინათელა ვიქნები, შენთვის,

რომ დაგეძინება.

ნიავი გამოგაღვიძებს, თვალს მოგჭრის

სხივთა ფერები,

თვალგახელილიც იფიქრებ:

სიზმარიაო, ჩვენება...

ისეთი რამე მითხარი, რომ

დაგიჯერო სიმართლე,

მაშინ ეს გული თავხედი,

ნამდვილად დაისვენებდა.


1998.