წვიმდა და წვიმდა

ზეცას შეაწყდა ვარსკვლავი,

ისევ გაბრწყინდა ყაწიმთან,

სიზმარი ვნახე: დამარცხდნენ

ყორნები ვაჟას არწივთან.

ცოლიკაურით აივსო,

აზარფეშა და ყარყარა.

წვიმდა და წვიმდა; ცამ ცრემლი

მარგალიტებად დაყარა.

ჩემსავით დარდიანია

ამაყი ციხე წერეთის,

ქოლაგირი და კოჯორი,

ზემო და ქვემო თელეთი...


2002

ჭიგნიდან  `აკაციის ხეივანი~