*** (უფლის ნებით და სამყაროს ნებით)

უფლის ნებით და სამყაროს ნებით,

ვარდებში მაინც მოჩანს კესანე,

ვიდრე გიღიმი ლხენით და შვებით,

ვიდრე ჩვენ შორის გაჩნდა მესამე.


მოდი, მივუგდოთ ყური მაცხოვარს

ქვევით – ილორი, ზევით – ბედია...

ივლისმა ნისლის კაბა მათხოვა,

პეპელამ – ფრთები, ესეც ბედია.

2002.

წიგნებიდან `აკაციის ხეივანი~ და `მზე და ღრუბელი~