აკაციის ხეივანი

რა ნაცრისფერი გაზაფხულია,

აღარავინ მყავს დასაფიცარი...

მოვიდა მარტი ჭრელი ქოლგებით,

მე ვერ ვიცანი,

მივდივარ...

და აკაციის ხეივანი აღარ თავდება,

სევდა ჩაივლის _ მეჩურჩულება ათინათი _

მე დაგიდგები ამის თავდებად...

ნანატრი,

სულ ერთი წამით

მაინც ასრულდა,

მშვიდობით!

ვინმე შეგხვდება ცხოვრების გზაზე

და მეც მიპოვნის,

ვინმე დაღლილს

უამინდობით.

მივდივარ...

და აკაციის ხეივანი

აღარ თავდება,

სევდა ჩაივლის, მეჩურჩულება ათინათი,

მე დაგიდგები ამის თავდებად.


1998

გამოქვეყნებულია ჟურნალში `მნათობი~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~