*** (როგორ ადვილად იძარცვებიან)

როგორ ადვილად იძარცვებიან

თანდათან ჩვენი სავსე გულები,

თუ დაუკვირდი, ალბათ, მიხვდები,

ყველაფერი რომ იყო ულევი _

ცრემლი, ღიმილი, ალერსი, ფიცი,

თოვლზე სიცოცხლის ნაფეხურები,

რაღაცა დამრჩა უთქმელი, ვიცი

და თქვენთან ყოფნას დავეშურები...

გახშირებულა თითქოს ავდარი,

ფოთოლცვენაა მთელი ცხოვრება,

ის რამდენიმე წუთისთვის ღირდა,

სიკვდილის წინ რომ გვემახსოვრება. 


1998.

წიგნიდან  `აკაციის ხეივანი~