ვიქტორია
ვიქტორია _ „ჩონგუე“ _ ცისარტყელას ადგილო,
ზეთის პალმა შრიალებს აბანოზის ხეებთან
და აფრიკის მცხუნვარე ციდან ჩამოქცეული,
მზის სხივები შენს შხეფებს უფსკრულამდე ეხება.
მხეცივით კი ტრიალებს ჩემი შორი დობილი,
თან ხეობის ფსკერისკენ მიაქვს სივრცე ხმაურით,
სიმარტოვით ყოფილა ისიც გულგაპობილი
და აგიჟებს მიდამოს მისი აურ-ზაური.
ვიქტორია _ „ჩონგუე“... ეგ ტალღები შფოთავენ,
შენ ვერასდროს იქნები სუსტი, ღონემიხდილი,
ახლობელი ყოფილხარ, გული გვტკივა ორთავეს,
რომ ორივე ძნელია, სიცოცხლეც და სიკვდილიც.
გმოქვეყნებულია ჟურნა „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2015 წ.N2
„ჩონგუე“ _ ვიქტორიას ერთ-ერთი ადგილობრივი სახელწოდება, ნიშნავს ცისარტყელას ადგილს