პურის სურნელი

პურის სურნელი,

სავსე თავთავი,

ყანა და კალო, წისქვილი,

ვარცლი...

ქართველზე უთქვამს უფალთან იღბალს _

სიკვდილის წინო – სიმღერას ვაცლი.

ამდენი ფიქრი და გამარჯვება,

ამდენი მტრობა,

ბრძოლა და მარცხი...

მაინც ამ ცვრიან მიწას ქარგავენ:

თიღვა, ქორეთი,

კორტი და

კაცხი. 

 

 

2002.


გამოქვეყნებულია წიგნებში: "აკაციის ხეივანი", "მზე და ღრუბელი", ჟურნ. "მნათობი"