*** (უშენოდ გამთეებია)

უშენოდ გამთენებია,

გამთენებია უსხვისოდ,

ბივრიტის ფანტელებია,

ვიღაც მზეჭაბუკს უცდისო.

 

ცისფერი თვლები იმსხვრევა,

ქალი მოირთავს დალალებს,

საქმრო ურჩიეს მისნებმა,

გულო, დარდები გალალე!

 

ყვავილზე ჯდება პეპელა,

ჟამი თითო წამს უთვლისო,

უშენოდ გამთენებია,

მით უფრო კიდევ,- უსხვისოდ.

 

 

გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცისკარში 2015წ N7