თამარ! დროშას ფერხთით გიფენს შალვა ახალციხელი,
შამქორს, თურქთა დამარცხება თავად უნდა გახაროს,
ო, მეფეო! ძლეულია აბუ-ბექრის ლაშქარი,
შენ, ქართველთა მზეთა მზეო, საქართველოს ზღაპარო!
ტაძრისათვის შეგიწირავს დროშაც, განძიც ხალიფის,
ხახულის ხატს შეავედრე ობოლი და ღარიბი,
შეავედრე ჩვენი ზეცა და ერთგული მხედრობა...
ო, მეფეო, დაღლილი ხარ, მაგრამ სულ არ გეტყობა.
მაცნეები დააგზავნეთ არწივივით ფრთამალი:
მოსრა მტერი, შინ ბრუნდება მეფე თავის ამალით.
გამოქვეყნებულია „ლიტერატურულ გაზეთში“ 9-22 თებერვალი, 2018 N3