გაზაფხული თბილისში

მოდის ლაღი და ამაყი,

მოსასხამს მოაშრიალებს,

ყოჩივარდებით შემოდის,

ტოვებს ნარცისებს, მზიანებს.

შხაპუნა წვიმა აცეკვდა,

ამღერებს ხეებს, კრამიტებს,

მოდი, თავიდან მითხარი,

ჩემზე მაგ გულში რა გიდევს?!

 

2010.


"გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში"  და ჟურნალში: "ჩვენი მწერლობა"