ქარი დაქროდა, იყო ღრუბელიც,
ფოთოლთა ცვენაც ყოველი მხრიდან,
უკვე ჩაეცვა მიდამოს თალხი,
ბინდდებოდა და ცრიდა და ცრიდა.
ხატებთან იდო ძველი ბიბლია,
საკმევლის სურნელს ყნოსავდა ბავშვი,
შეყუჟულიყო ხეზე ნიბლია
და შენთვის ლოცვით ამაოდ დავშვრი.
2012.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში: "ჩვენი მწერლობა"