ქართლის ცხოვრება

 ლექსს ვუძღვნი აკადემიკოს

როინ მეტრეველს.

ჩვენი სამშობლოს ბედის ბორბალი,

რა წვალებით და მძიმედ ტრიალებს,

რუდუნებით და გულის ფანცქალით,

წერდა და წერდა მემატიანე.

 

იისფურცლება, ღვთივკურთხეული,

აი, ეს წიგნი ჩვენი განძია,

ზეცა ხან მტრობით გადარეულა,

ხან ჩაგვიხატავს გულში ვარძია.

 

ალბათ, თქვენგვარი ღვაწლით და ფიქრით,

დრო მხრებზე ედგათ ჟამთააღმწერლებს

და გააცოცხლეთ, რაც წლების იქით,

ჯერ მოსაყოლი დარჩათ ნაწერებს.

 

ზედაზენს იღებს დავითი თითქოს,

იერთებს კახეთს, იერთებს ჰერეთს,

მიფრიალებენ დროშები დიდგორს,

ლოცვით ბრუნდება ბრძოლიდან მერე.

 

რამ ჩამოაგდო მთის წყარო ბარად,

როგორ ვიკმარეთ ომში ხმიადა?

სხვასავით მხოლოდ აწმყოზე არა,

თქვენ ჩვენს წარსულზეც ზრუნავთ ნიადაგ.

  

2010.



გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"