შორიდან რეკავ და, რა თქმა უნდა,
გვერდით რომ გყავდე, უთუოდ გიჯობს,
შენ ზღაპარში ხარ, მე კი ზღაპრებით
კარგა ხანია არ ვცხოვრობ, ბიჭო.
დიდი მადლობა, რომ სიყვარულით
და მზით მოზილე ფქვილი და თიხა,
შენი წვალება აზრად არ მომდის,
მაგრამ რა ვუყო ამ გულში ტიხარს?
2010.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"