მიქელანჯელოს საფლავთან
ვდგავარ ტაძარში
და შევცქერი ამ ქანდაკებას,
ო, რა უცნაურ ფანდს იგონებ
ზოგჯერ, გამჩენო...
სხვამ მორთო შენი
სამუდამო სასუფეველი
და ქანდაკებაც სხვამ დაგიდგა,
მიქელანჯელო!
2005.
გამოქვეყნებულია წიგნში "მზე და ღრუბელი" და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა"