მონაზონს ჰგავდა ღრუბელი ცაზე,
მოღრუბლულ ზეცას ბინდი ეფინა,
მოლაღურს ტოტზე ეძინა მშვიდად,
ვიმეორებდი ფსალმუნს ზეპირად.
ატყდა ქარი და იჭექა ელვამ,
გავარდა მეხი, საით? არ ვიცი...
განვიცდი ცრემლი რომ არ გიშრება,
რომ არ მიშრება ცრემლი, განვიცდი.
2011.
დაბეჭდილია ჟურ. "ლიტერატურული პალიტრა" და წიგნში: "მზე და ღრუბელი"