ფლორენციაში

აქ, უცხო მხარეს... ფლორენციაში,

ძველ ხიდთან ერთი წყნარი ბარია,

მოვწრუპე ყავა, ამინდი ურევს,

ხან წვიმაა და ხანაც დარია.


მუზეუმები სცვლიდნენ ერთმანეთს,

სული მხატვართა ზეიმს დაესწრო,

გადავიღალე, მარტო ვარ, მიდი...

დაუკარი და გისმენ, მაესტრო!

 

 

2011

 

გამოქვეყნებულია პოეტურ კრებულში "ქარიშხლის ტაში" 2012 და ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა" #4. 2011წ.