კაფკას საფლავთან

შენ მოუყევი ძალიან ადრე,

ქვეყანას თავის ძნელი ამბავი

და ძალზე ადრე, ძალზე უდროოდ,

აქ დაიმკვიდრე სახლი-საფლავი.


ოქტომბრის შვიდი, შუადღე, პრაღა,

მზე, ხეივანი, ირგვლივ სიმშვიდე...

და ისიც ისე გაწყნარებს ახლა,

რაც ნერვებს მართლა უნდა გიშლიდეს. 


 

2004.

დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი' 2009წ. და ჟურნალში "მნათობი" #1. 2006წ.