ვუძღვნი თამუნას
იდგა ვერსალი და შიგნით თითქოს
მეფეთა ჩრდილებს დაედოთ ბინა,
სასახლის ბაღში, ქალბატონივით,
დაბრძანდებოდა აგვისტოს დილა.
გაჩერდა წამი და დარბაზიდან,
ბაღს დავცქეროდი მშვიდი თვალებით,
ჩემს ზურგს უკან კი ტიროდა დაშნა,
ინტრიგის სუსხით ნაიარევი.
2008.
დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი" და ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა" #4. 2011.