ვუძღვნი მეგობრებს გელა დუმბაძეს და მის მეუღლეს - ირინას
დრო მიდის ისე სწრაფად და წყნარად
და ამ ქუჩებმაც დარდი დამიცხრო,
შენ, ჩემი ბიოგრაფიის ნაწილს,
რა დაგმართნია, ხატზე ნაფიცო?!
შენ, რატომ გიჭირს ღიმილი ასე,
მაშინაც, როცა არაფერს შიშობ,
რა მოუვიდათ ღვინიან თასებს,
სიყვარულის და სიმღერის გიჟო?!
დავდივართ, ქალაქს ვათვალიერებ
და მეგობრების, მათბობს, სიტყვები,
ჩვენ აქაც საქართველოზე ვფიქრობთ
და ხრეშატიკის ქუჩას მივყვებით.
2011.
დაბეჭდილია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა"