შერჩენილა საქანელა ხეზე,
მსხლის ხეს ფერი დასდებია მიწის,
იწვის სახლი, მამა-პაპის ეზო,
აფხაზეთში საქართველო იწვის...
ჭიშკრის ახლოს წამივიდა გული,
პაწაწინა ფეხსაცმელი ეგდო,
დაიფარე საქართველოს სული,
შენი ჯვარი დაიფარე, ღმერთო!
1993.
წიგნიდან "აკაციის ხეივანი" და კრებული "აფხაზეთი ქართულ პოეზიაში" 2008წ.