კვიპაროსებთან

ნანა დედოფალს უყვარდა მცხეთა, 

ეს, ჩვენი რწმენის დიდი აკვანი,

აქ ჩრდილში იდგა, აზიდულ ხეთა;

უფალო, კერპთა დავგმეთ თაყვანი!!!

დაბრმავებული სწუხს მეფე... ვინძლო,

ზადენს და არმაზს ამაოდ ელტვის,

სამყარომ თავის გულისთქმა იცნო,

სხვაგვარად ბრუნავს ტალღაც და ბელტიც.

ნანა დედოფალს უყვარდა მცხეთა,

ნანა დედოფალს მცხეთა უყვარდა...

და ნინოს სული - ალაგი მზეთა,

შუამავლობდა თითქოს უფალთან.


2011.