ამ ზამთარს როგორ ვუძლებდი?
გული არ გამოიფიტა,
მთაო, ზეცამდე ასულო!
გადაიხედე იქითაც...
გარინდული ხარ; ამაყად
მოგისხამს თეთრი მანტია,
აფორიაქდი, ძმობილო,
ხომ ხედავ, უკვე მარტია?!
მორბის მდინარე ბარისკენ,
გულისხეთქვით და ციებით,
მე რაღა მომკლავს, გამოჩნდნენ
ტყეში პრანჭია იები.
2012.
დაბეჭდილია წიგნში "ქარიშხლის ტაში" 2012წ.