არ დავიღლები ლოდინით, ფიქრით,
ცრემლით, სიცილით, თუნდაც თამაშით...
ვხარშავ ლობიოს, ვადუღებ კომპოტს,
შენ შემოდიხარ ცხელი ლავაშით.
რა ფიქრიანი თვალები დაჰყვა,
რა წესიერი შვილი გავზარდეთ,
ანგელოზის ფრთა გადაეფაროს,
სანამ მიაღწევს იღბლის ბაზრამდე.
არ დავიღლები ლოდინით, ფიქრით,
ცისკენ ყურებით, ყურებით გზისკენ,
ჩემს შვილს მამული შეუნარჩუნე,
გემუდარები, უფალო, გვიხსენ...
2012.
დაბეჭდილია წიგნში "ქარიშხლის ტაში" 2012წ.