დიდ აივანზე დგას ხის მაგიდა...
რამდენი რამე იტვირთა გულმა?!
სინზე აწყვია ნოემბრის ძღვენი,
მსხალი, ყურძენი, ვაშლი და ხურმა.
ისევ "ვღაღადებთ ღმერთის დიდებას",
და მაინც ვარღვევთ ეშმაკის ფართობს,
უცხო მიყვება ამ ქვეყნის ზღაპარს,
მეც შენ მაგივრად ვიღაცას ვართობ...
2011.