წითელი კაბით ასკილის ტოტი,
და გაძარცული პატარა ბალი,
ხელში ჩვილით და მომცრო კალათით,
ოქროსთმიანი ყმაწვილი ქალი.
უკან მიჰყვება ვნებებით მთვრალი
ვაჟი; მის ქმარზე ფიქრობს ნაკლებად
და ბევრი-ბევრი, ერთხელ აკოცოს,
მსოფლიო რუკას რა დააკლდება?!
2012.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #15. 2011წ.