"გამომაღვიძე ჩანგო და ქნარო"
ფსალმუნი (107-8)
ასე მგონია განვთავისუფლდი,
იუპიტერზე გაფრენას ვლამობ,
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი რაღაცას,
მშვენიერი ხარ, ცრემლების გამო.
აი, ცხოვრების არჩევანივით,
ლანგარზე ყრია ოქრო-მოცვები,
"გამომაღვიძე ჩანგო და ქნარო",
შევეგებები ცისკარს ლოცვებით.
დრო ლომის ქედძე ამხედრებული,
ზოგჯერ უშენოდ, თავისით გავა...
მიუტევე და მიუალერსე,
არ შეიძლება, სულელთან დავა.
2012.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში"