კახეთში

შემოდგომაა, ახშანში გრილა,

მთებს კი, სვანური ქუდი ახურავთ,

თიხის დოქი და დაბალი ჭიქა...

მიდი, დაასხი, ერთი კახურად.


ნაკვერჩხალზეა შემწვარი მწვადი,

დამტვრეულია დედას პურები,

ჭრელი ვარია ეზოში დადის,

დატვირთულია თივით ურემი.


დაუკრეფიათ ხილი და თხილი,

მარნის კარები გაღებულია,

ჭიშკრის მახლობლად ძაღლია ფრთხილი,

არ ეკარება ძილი სრულიად.


დაკეტილია საბძლის კარები,

სიმინდის მარცვლებს იქვე ხალავენ,

ვინღა აკითხავს ასე ნაჯაფარ,

უკვე ვალმოხდილ მოგრძო ტალავერს.


2011.