ბუმერანგივით არ ბრუნდება უკან სიკეთე,
მაგრამ ხანდახან სიავისგან უთუოდ გიხსნის,
ხომ არ გაშინებს უგუნებო მთების ნიშანი,
ხომ არ გაშინებს ეს ბურუსი, ქარი და ნისლი?!
გამოიდარებს და ბალახი აბიბინდება,
ძირს გაბნეულა ქრიზოლითი, მწვანე აქატი,
ბუმერანგივით არ ბრუნდება უკან სიკეთე,
ნუ დაღონდები, არ იცოდი, ნუთუ აქამდი?!
2011.