ნატვრა XVIII საუკუნეში

ნატვრა XVIII საუკუნეშიჭილთა და ხრალთა ნაქსოვი,

ზურგზე მოიგდო სფირიდი1,

არც თოფი, აღარც ლეკური,

არც ბედაურით ჯირითი.

მიდის დრო, წარსულს ჩაბარდა,

ბრძოლა, შფოთი და ხანძარი,

მეფეო, მიწას ნუ დათმობ!

ყარაღაჯისკენ დაგვძარი. 


2011.


1. სფირიდი - ჭილობის ტომარა