ჩემი მძივია ცეცხლიანი ყვავილი ნუშის,
გომბორის ქარმა ლურჯი ალი ნისლად აქცია.
რა იყო, გულო? რა არ გყოფნის
ამ ქვეყანაზე?!
ვისი არ გჯერა?
ვინ გაწუხებს?
რამ გაგაცია?
მოდის ღრუბელი. აულაგმავს მზე და დარები,
უსამართლობა დაისჯება შურდულა სეტყვით.
ტყეო და მთაო! ამ ბროლებით დაიფარებით,
მაგრამ გაჩუმდით, უიმედოს ნურაფერს მეტყვით.
ცეცხლმოდებული ყვავილების ასხმა იწვოდა,
დამღალა ალმა, სევდა დამრჩა საგზლად, ულევი,
ნელი ნაბიჯით მივუყვები ამ სოფლის სავალს,
დაბნეული და გადაღლილი, ნამარხულევი.
2010.