მთაშიც ბინდია, როგორც ჩემს გულში,
მივდივარ მარტო, მოსულა დელგმა,
ახლა ჩემსავით გადარეულმა, აზვირთებულმა,
რა გითხრა თერგმა?!
რა გითხრა დეკამ, წყლის მათრახები,
მდინარის ნაპირს როცა ლეწავდა,
სუსხის შურდულებს მეც ვამარცხებდი,
უიარაღო ბრძოლა მეწადა.
მოდი, დავდგები კოდორის ხიდთან,
ნაცარქექიას ერთი მემკვიდრე,
აქ წყალწაღებულ ხავსიან ნაფოტს,
მიწის სურნელი ასდის ჯერ კიდევ.
ჯერ კიდევ უძლებს ჩაწიხლვას გული
და საკრალური ხდება დაისი,
ყოჩივარდების სურნელი მყოფნის,
ძირს! ციმბირული ედელვაისი.
2008.
წიგნიდან "მხე და ღრუბელი" 2009წ.