იოანე შავთელი

ვიჯექ თამარ მეფის მდივნად,

შემდეგ ვწერდი იამბიკოს,

თუ მოყვასმა არ გამწირა,

მე, უბრალოდ, სხვამ რა მიყოს?!


სიბრძნით ვწერდი "საძიებელს",

"მასწავლებელს" ვწერდი სიბრძნით,

ვიბრძვი ქარად რომ არ ვიქცე,

მიწად ვიქცე, ამად ვიბრძვი.



2011.

გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #15. 2011წ.