* * * (ო, რა ლაღად, რა მოლხენით,)

ო, რა ლაღად, რა მოლხენით,

რა სინაზით 

გალობს ჩიტი.

ნიავს შენსკენ მოვყვებოდი,

ცისარტყელას ფერებს ვთვლიდი.

ნაძვი დგას და კაბას ირგებს,

იწყობს გირჩებს, ირთავს წიწვებს,

მერე თითქოს საალერსოდ,

ვინც შეამჩნევს, იმას იწვევს.


ო, რა ლაღად, რა სინაზით,

გალობს ჩიტი, პაწაწინა,

ნეტავ ასე რატომ ილხენს,

ალბათ, სატრფომ გააცინა.

თუ გიყვარს და თუ უყვარხარ,

ყვავილობენ ბაღებიო,

სიცივით და უგულობით,

აღარ დაიდაღებიო.


2010.