ელვა
ნახე რა ძალით იჭექა ელვამ,
თითქოს გაბზარა ცა და ხმელეთი,
მაინც ამაყობს მიდამო ზვრებით,
თავის ტყითა და თავის ღელეთი.
შუაღამისას მოვიდა წვიმა,
მესიზმრებოდა ხატი ხახულის,
გიორგობისთვე დაიხუნძლება,
დაბინავდება ეს ჭირნახულიც.
რაც გვენატრება ხანდახან ახდეს,
ვინც გვენატრება ღმერთმა გვაჩვენოს,
ხშირად კი არა, სულაც არ წახდეს,
იქნება საქმე ჩვენო გამჩენო!
ნახე რა ძალით იჭექა ელვამ?!
ეს შემოდგომის ღამის ძღვენია,
ყური მიუგდე წვიმის წვეთები,
მრავალჟამიერს როგორ მღერიან.
ჟ. ლიტერატურული პალიტრა 2010. N4