ალბათ მიყვარდი
ალბათ მიყვარდი, აბა რა იყო,
შენთან ბაასი გამთენიამდე?!
ეს სიხარულიც წყალმა წაიღო,
რა დააბრუნებს ჩავლილ ნიაღვრებს?!
          ალბათ მიყვარდი, აბა რა იყო,
          რატომ მეტკინა გული ძალიან?
          რატომ მეცალა შენთვის ყოველთვის
          და ახლა რატომ აღარ მცალია?
რატომ მჯეროდა შენი ტყუილიც,
მართალს ისედაც ყველა იჯერებს,
ბოროტებისთვის მზად არ ვიყავი,
ცრემლებით გული ჯერ ვერ ვიჯერე.

 

2011წ.