* * * (სიმშვიდე ისე მოგვიხდებოდა)
სიმშვიდე ისე მოგვიხდებოდა,
როგორც სახურავს მერცხლების ბუდე,
ვფიქრობ და მაინც ვერ გამიგია,
რა სწორია და რა არის მრუდე.
          შლეგივით დაქრის ქარი ხანდახან,
          ქართანაც გინდა შეჯიბრი თითქოს,
          ზოგჯერ ცხოვრების უკუღმართობით,
          როგორ გვიქრება გულიდან სითბო.


2008წ.

წიგნიდან "მზე და ღრუბელი" 2009წ.