* * * (ოპიზარის მოჭედილი)

ვუძღვნი დედას

 

ოპიზარის მოჭედილი,

სახარების ყდაი

ბერთის,

ჩემი ზეცა, ჩემი მიწა,

ერთი დედა,

ერთი ღმერთი...

ტაძრის კართან

ქალის თმაზე

მოხვეული თხელი რიდე,

ვერცხლისფერი ზარი რეკავს,

ღმერთო,

მტრობას ამარიდე!

ოპიზარის მოჭედილი,

რა ყდა?! _

ბერთის სახარების,

ნეტა იმ დროს,

როცა დგება 

ჟამი, სულის გახარების.

 

2012.


გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში"