* * * (არ მძინავს მაგრამ ამას რა უჭირს)
არ მძინავს, მაგრამ ამას რა უჭირს,
მე თქვენ სიზმარშიც ვეღარ გნახულობთ,
აჰა, უფალო, მგონი გიწამე _
სულით და ხორცით ახლა ვმარხულობ.
ხელზე მკიდია ქრიზოლითები,
ვით აკრობატი ცირკის ბოგირზე,
როდემდე ვეგდო მკვდარი ჩიტივით
გაშტერებული პირქვე ლოგინზე?!
არ მძინავს, მაგრამ ამას რა უჭირს,
მე თქვენ სიზმარშიც ვეღარ გნახულობთ,
აჰა, უფალო, ახლა შენი ვარ,
სულით და ხორცით მართლა ვმარხულობ.


1982 წ.

დაბ. გაზეთში „ეპოქა“ და წიგნში „აკაციის ხეივანი“ გამ. „ბაკმი“ 2002.