`მე მიტოვებულ შადრევანს ვგავარ _ ~ წერს ლათინური ამერიკის, ერთ პატარა სოფელში დაბადებული დიდი პოეტი, რომელსაც 1945 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. მან ბავშვობა მონტე-გრანდეში გაატარა; მამის მხრიდან _ ინდიელთა შთამომავალი, ხოლო დედის მხრივ, ბასკური წარმომავლობის იყო. დაიბადა 1889 წელს; როგორც ყველა ნამდვილი პოეტის ლექსებში, მის პოეზიაში ამეტყველებული ცხოვრებისეული სიკეთის მოლოდინიც და ტრაგედიაც საკაცობრიო მნიშვნელობას იღებს და მისი ნაწარმოებები არასოდეს აღიქმება, როგორც მხოლოდ ერთი ქალის საფიქრალი და სათქმელი. ჩილე ამაყობდა მისი სახელით და ღირსეული პატივიც მიაგო პოეტს. წერდა ესპანურად და აზროვნებდა `ღვთიურად~, იწვოდა ცეცხლივით და მოძრაობდა მთის მდინარესავით… ადრე დაობლებული, უდედმამოდ დარჩენილი გოგონა თითქმის ბავშვობიდან შეუდგა შრომას. 17 წლიდან სოფლის მასწავლებლობა დაიწყო. საგულისხმოა მისი შემოქმედებითი წარმატების პირველი ეტაპიც, როცა 1914 წელს, ჩილეს ლიტერატურულ კონკურსზე, პროვინციელი მასწავლებელის ლუსილა გოდოი ალკაიაგას სონეტებმა პრემია დაიმსახურა. პოეტის ლიტერატურული ფსევდონიმი _ გაბრიელა მისტრალი, მისი საყვარელი ორი მწერლის სახელისა და გვარისგან იყო შედგენილი.Gგაბრიელა მისტრალმა შესძლო, სამსახურეობრივი ღვაწლიც და საკუთარი შემოქმედებაც გამორჩეული დაფასების საგნად ექცია. მან გრძელი გზა განვლო სოფლის მასწავლებლობიდან კონსულობამდე. სამსახურეობრივი მისიით ბევრგან იყო მიწვეული. აღსანიშნავია მექსიკის განათლების მინისტრის მიწვევაც, სადაც გაბრიელა მისტრალს მონაწილეობა უნდა მიეღო განათლების რეფორმაში. ის მოღვაწეობდა თავისი ქვეყნის საგარეო სამინისტროში და იყო ჩილეს კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პორტუგალიაში, დაინიშნა იგივე თანამდებობაზე იტალიაშიც, მაგრამ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, შინ _ ნიუ-იორკში დაბრუნდა. არიან პოეტები, რომლებიც ემოციებს კი არა, ადამიანური ისტორიებიდან საინტერესო ფაქტებს გვაწვდიან. პროფესიონალიზმი მათ საშუალებას აძლევს მაინც მიიქციონ მკითხველის ყურადღება, დაიმსახურონ კრიტიკოსთა და შემფასებელთა დადებითი განწყობა, ბოლოს და ბოლოს ხელოვანთა ანსამბლში იხსენიებოდნენ, მაგრამ მათ მიერ დახასიათებული სურათები, მათი ტკივილი და სიხარული მხოლოდ მოსმენილი, მშვენივრად გადმოცემული(თუმცა, არც ესაა ადვილი) ამბის დონეზე რჩება. ასეთი შემოქმედება ვერ ახერხებს ისე ააღელვოს მკითხველი, რომ სამუდამოდ აღბეჭდოს მის მეხსიერებაში წაკითხული და განცდილი ფაქტი. ეს გამორჩეულთა გზაა. ამგვარ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნებაGგაბრიელა მისტრალი. მისთვის უცხოა ყალბი და ხელოვნურად გამოგონილი სევდა. სასიამოვნოა, როცა ნებისმიერი მწერალი თავისი ფანტაზიით ქმნის, იგონებს საინტერესო ამბავს და საკუთარ სამყაროს გვთავაზობს, მაგრამ არაფრად ვარგა ყალბი ემოციები, რომელთა ამოცნობა არცთუ ისე ძნელია კარგი მკითხველისთვის. პოეტი ლექსის `მოსაკაზმად~ კი არ `ჩივის~ რაიმეს, პირიქით, სურს პოეზიით უშველოს სატკივარს. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მისი ცხოვრებისეული ისტორია ზედმიწევნით მისდევს მის შემოქმედებაში აღწერილ ტკივილებს; ამ შემთხვევაში, ამგვარ სიმართლეზე სრულიად არ ვსაუბრობთ. ჩვენ აქ უნდა ვიგულისხმოთ სწორედ ის ფაქტები და განცდები, რომლებიც ავტორის სულიერი თავგადასავალის, მისი ტრაგიზმისა თუ აღფრთოვანების საფუძველი და მიზეზია. ამის ერთი თვალსაჩინო მაგალითია გაბრიელა მისტრალის შემოქმედებიდან `დედის პოემები.~ უშვილო ქალმა შექმნა საოცარი ლექსები, სადაც მშობლის განცდებია აღწერილი არა მარტო საკუთარი ჩვილის მიმართ, არამედ მაშინაც, როცა ქალი ბავშვის დაბადებას ელის. აქ გადმოცემული გრძნობები წუთით არ ტოვებს გამოგონილი ბედნიერების შთაბეჭდილებას: `მთელი ღამე წამებაში გავატარე, მთელ ღამეს ძაგძაგებდა და ბორგავდა ჩემი სხეული ჩემთვის საჩუქრის მოსართმევად. საფეთქლებზე ცივ ოფლს მასხამს, სიკვდილის პირას ვარ. მაგრამ სადაა სიკვდილი?! ეს სიცოცხლეა!შენ მოგიხმობ, უფალო, მარადიულო ლმობიერებავ, სათუთად მომწყვიტე იგი!დაიბადე ჩემო პატარავ, რომ გამთენიისას გაისმას ჩემი შეკივლება და ჩიტების გალობას შეერიოს!~(Gგაბრიელა მისტრალი, პოემები პროზად, მოთხრობები, მთარგმნელი _ მ. გიგინეიშვილი, გამომცემლობა `საარი~, 2003, გვ; 15) _ წერს პოეტი. მძაფრი შეგრძნებები, რომლითაც ეს პოემები გამოირჩევა, გვაოცებს გულახდილობით. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი გამონაგონია, მას იმგვარი ემოცია სდევს, რომ თავიდან, თითქოს საჩოთიროდაც კი ჟღერს ქალის სურვილების ასეთი ხორცშესხმა, მაგრამ თანდათან იხიბლები ავტორის `გამბედაობით~ და `გულწრფელობით~, მისი ოცნებები სინამდვილედ ცოცხლდებიან:`არა, ღმერთი სიბერწეს როგორ არგუნებდა ჩემს წიაღს?! სწორედ უფალმა შემივსო წელი. ვგრძნობ, როგორ მეზრდება მკერდი, ზემოთ იწევს ნელა, როგორც წყალი პატარა ტბორში. ძუძუები მიფუვდება და ეს საიმედო დაპირებასავითაა ჩემი პატარისთვის. ვინ იქნებოდა ამ ქვეყანად ჩემზე საცოდავი, ჩემი წიაღი რომ არ განაყოფიერებულიყო?!~… (იქვე, გვ;11)G გაბრიელა მისტრალის შემოქმედება დავალებულია მისი პროფესიიდან თუ პირიქით… არ ვიცით. მასწავლებლობამ პოეტი ჩაახედა ბავშვის სულიერ სამყაროში, წაშალა ზღვარი მის უშვილობასა და მშობლის ოცნებას შორის. Gმისრტალის პოეზიაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყველაზე ნათლად ჩანს მასწავლებლის მიერ, მოსწავლის მიმართ გაცემული სიკეთისა და სიბრძნის აუცილებლობა და ამ მოვლენის მარადიულობა; მისი ცვალებადობის შეუძლებლობა(ცოტაა მოვლენა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება). მომავალი თაობის ზნეობრივი სრულყოფის მცდელობა ერთი მთავარი ფაქტორია, რომლის საშუალებითაც სიკეთე ბოროტებას უნდა დაუპირისპირდეს. ერთი შეხედვით, სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარი, თითქოს უკვე `მოსწყინდა~ თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეს, მაგრამ ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ სიკეთის ნაკლებობა ატრიალებს ყოველდღიურ, ხან სხვისი თვალისათვის შეუმჩნეველ, ხან კი, ისტორიის მსჯელობის საგნად ქცეულ რტაგედიას. გაბრიელა მისტრალი დიდხანს ასწავლიდა ბავშვებს ჩილეს სოფლებსა და სხვადასხვა ქალაქებში. შემდგომში კითხულობდა ლიტერატურის კურსს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში და იყო მათი საპატიო დოქტორი ჩილესა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთისა და იტალიაში. მას მასწავლებლობა წმინდა საქმედ მიაჩნდა. Gგაბრიელა მისტრალის ღვაწლი ამ მხრივ არაფრით ჩამოუვარდება მისსავე შემოქმედებას; საყვარელ საქმეშიც და შემოქმედებაშიც თანაბარი სიძლიერით იხარჯებოდა მის გულში გაჩენილი სიყვარული და სითბო. მისგან მოედინებოდა დადებითი ენერგია, რომელიც ყოველთვის საგრძნობია გვერდზე მყოფი ადამიანისთვის. პოეტი ახერხებდა გამოეკვება მოსწავლეების სულიერი სამყარო. ყოველდღე ცდილობდა დაეხვეწა და დიად, მნიშვნელოვან მოვლენად ექცია თითოეული გაკვეთილი. მას დაწერილი აქვს მასწავლებლის ლოცვა, სადაც ღმერთს ევედრება მიუტევოს, რომ თავადაც მასწავლებლად იწოდება. სთხოვს, რომ განარიდოს `ყოველგვარ ძალმოსილებას~. ამონარიდი მისი ნაწარმოებიდან ზნეობრივი სიმაღლის ისეთ ფაქტს ქმნის, რომ გაოცებულიც კი რჩება მკითხველი, საქმისა და პრობლემის მიმართ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულებით: `უფალო მიბოძე სულგრძელობა… მომმადლე ნიჭი სიყვარულისა, შემაძლებინე, რომ დედისა მჯობ დედად გავუხდე, დედასავით შევითვისო და დავიცვა ისინი, ვინც არ არის ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი. მიბოძე ძალა, რომ ჩემი ლექსივით დავხვეწო და სრულვყო რომელიმე გოგონა ჩემს მოწაფეთაგან~… (იქვე; გვ 39). Gგაბრიელა მისტრალის შემოქმედებიდან უნდა აღინიშნის მისი `სასკოლო მოთხრობები~, სადაც ის მონდომებით უხსნის ბავშვებს რატომ აქვს ლერწამს ღრუ, რატომ არის ვარდი ეკლიანი… ავტორი საინტერესო პერსონაჟებად აცოცხლებს ყვავილებსა და ბალახებს. მცენარეთა საუბარში ყოველთვის საჩინოს ხდის, რომ ყველაფერში უფლის ხელი ურევია. `მასწავლებლის ათი მცნება~, რომელიც Gგაბრიელა მისრტალის მოქალაქეობრივ კრედოს წარმოადგენს, ყოველი ფრაზის წაკითხვის დროს გვიდასტურებს, რომ ავტორის გულში დაუცხრობელი სიყვარულის კოცონი გიზგიზებს. პოეტი მთელი სულით და გულით ემსახურება ბავშვების აღზრდას და ეს მისთვის განგების საჩუქარივით წმინდა და მოსაფრთხილებელი რამ არის. `ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი; გახსოვდეს შენი პროფესია ხელობა კი არა, _ ღვთისმსახურებაა~-ო(იქვე გვ; 41) წერს იგი.საკუთარ მემკვიდრეს მონატრებულმა პოეტმა, მზრუნველობა იკისრა ნათესავ ყმაწვილზე _ ხუან მიგელზე, რომელმაც მასთან ცხოვრების პერიოდში, 1943 წელს, მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო თავი მოიკლა. გაბრიელას გაახსენდა ახალგაზრდობისდროინდელი სიყვარული _ რომეო ურეტა და მასთან დაკავშირებული ემოციები. ყმაწვილი რკინიგზელი მუშა იყო. მომავალ პოეტს 1906 წელს შეხვდა და ისინი ორ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს. 1909 წელს რომეო ურეტამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მის ჯიბეში Gგაბრიელა მისტრალის მიერ მიწერილი წერილი იპოვნეს. ეს ტრაგედია აისახა პოეტის პირველ კრებულშიც და გაბრიელას ცხოვრებასაც დიდი კვალი დაამჩნია. ის არ გათხოვილა და არც შვილი შესძენია. ვაიდეალებთ სიყვარულთან დაკავშირებულ გარდაცვლილ ადამიანებს. ძნელია მათ ვინმემ აჯობოს; მით უფრო, თუ მისი სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება და თან სატრფოს წერილი მიჰყვება საგზლად. ვინ დაჩრდილავდა ცოცხალთა შორის, ქალის ხსოვნაში აღბეჭდილ მის გრძნობებს და ემოციებს. ვინ აჯობებდა სიყვარულში?, ვეღარავინ! ვინ შეაფასებდა ამ ტრაგედიას გაბრიელა მისტრალზე უკეთ, და ვინ მოახერხებდა საკუთარი სატრფოს სახელისა და თვითმკვლელობის გაკეთილშობილებას, ვინ დაიჭრებოდა გულში სამარადჟამოდ? _ მხოლოდ დიდი პოეტი.ძნელია გენატრებოდეს და არ გყავდეს შვილი, ძნელია განწირული სიყვარული დაგდევდეს აჩრდილივით და არ დაითრგუნო, არ იკლოს შენში სიკეთის კეთების სურვილმა. ძნელია მუდმივად სხვისი შვილების გაკეთილშობილებასა და სრულყოფაზე ფიქრი, როცა საკუთარი ტრაგედია და დიდი შემოქმედება მუდმივ თანამგზავრებად აგდევნებიან. ამას გამორჩეული პიროვნებები ახერხებენ. ეს შესძლო გაბრიელა მისტრალმა. მისი შესანიშნავი პოეზია ძალიან ჰგავს მისი ცხოვრების გზას. ხელოვანთა შორის ბევრია, ვინც თავისი შემოქმედების გამო, უარი თქვა ახლობელთა და ძვირფას ადამიანთა სურვილებისათვის გაეწია ანგარიში. ხშირად მათ, გარშემო მყოფთა ბედნიერებაც შეუწირავთ. დატოვეს ფასეული და მნიშვნელოვანი ქმნილებები, თუმცა ვერ დაიცვეს გვერდით მდგომი ადამიანები ცხოვრებისეული სუსხისგან; ვერ მოიცალეს ახლობელთათვის, ვერ დაემსგავსნენ თავიანთ დიდებულ ქმნილებებს. მათ მხოლოდ შემოქმედებით გაიღეს ხარკი მემკვიდრეობისთვის. Gგაბრიელა მისტრალმა სხვა გზა აირჩია, დიადი გზა, სიკეთისა და კეთილშობილების გზა. არაფერი რომ არ დაეწერა მისი პიროვნება მაინც დაიმსახურებდა ინტერესსა და სიყვარულს, რადგან სიკეთეს ერთი თვისება აქვს, ის ადრე თუ გვიან, ბუმერანგივით ბრუნდება უკან. Gგაბრიელა მისრტალის შემოქმედებას კრიტიკოსთაგან დიდი შეფასებები ხვდა წილად. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასზვა ენებზე და გამოცემულია პოეტის არაერთი წიგნი: `სიკვდილის სონეტები~, `სინაზე~, `სასოწარკვეთილება~, `ეკლიანი ხე~, `პოემა თეთრ ღრუბლებზე~, `საწნახელი~…G მისტრალის პოეზია მიჩნეულია ლათინური ამერიკის `სულიერ მისწრაფებათა სიმბოლოდ~. მის შემოქმედებაში გვხვდება ყველა ის მნიშვნელოვანი თემა (ღვთის საგალობელი, დედის სახე, სამშობლო, ბუნება, მოგზაურობის დროს ნანახი უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობანი, უცხოელთა ყოფა და კულტურა, ხელოვნების დანიშნულება…), რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ავტორის პოეტური სამყარის სრულყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სალექსო საზომიც ცვალებადია, გვთავაზობს სალექსო ფორმათა ვარიაციებს, ხშირად მიმართავს `პოეტურ პროზასაც~. არ შეიძლება შეიქმნას მომავალი წარსულის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელა მისტრალი ზოგადსაკაცობრიო საზრუნავს ხშირად ეხება და ძნელია მისი განცდები მხოლოდ ჩილელ ხალხს მიაკუთვნო, მის შემოქმედებაში გამორჩეული სილამაზე შემოაქვს ისეთ ლექსებს, სადაც პოეტის წინაპართა ყოფა და გარემო იხატება.
`მზეო ინკების, მზევ მაიასიამერიკულო, მწიფე ნაყოფო,მითხარი შენი მწველი მზერის ქვეშმუქი მაია როგორ ამყოფე,მაგ ანთებული სხეულისათვის,რომ გიჟდებოდა კიჩუას კაცი,და ტანი ძველი აიმარასი,როგორ შეღებე წითელი ცარცით~. (`ჰიმნი ტროპიკების მზეს~, მთარგმნელი ლია ჭავჭავაძე, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965; გვ 57)
პოემაში ცოცხლდება ინკების, მაიას, კეჩუას ინდიელთა ტომები. მათი ფერადკანიანი სხეულები, მოხატული სახეები. აქვეა ნაჩვენები ტომებად მცხოვრები ხალხის მისწრაფებები, მათი ხატები. მზე მისთვის `მწყემსია მაღალი~, ღვთაებაა, რომელსაც თავის წინაპართა მსგავსად ეტრფის ავტორი. მზე ხან წითელი შადრევანია, ხან წასვლა-მოსვლისას წითელ და თეთრ ხოხობს ჰგავს. აქ წითელი ფერი სიცხესთან, სიცოცხლესთან, თავისუფლებასთნA და ენერგიასთან არის ასოცირებული. ის მისთვის, როგორც ყველა ღვთაება, მარადიულობის სიმბოლოც არის. `ინკთა მოგვებივით სულაბორგებული~ უბრუნდება პოეტი წარსულს. ავტორი გვიხატავს ინდიელთა ცეკვას, `ჩუმი სტვენით შეშფოთებულ ანაკონდებს~, ცისფერ ცამდე ასულ მანგოს, ყვავილებით სავსე მინდორს. ვხედავთ აყვავებულ იუკას და ბერნუშს, ინდიელთა ღარიბულ ქოხებს. Gგაბრიელა მისტრალი აქ თავისუფალია მსოფლიო სევდისგან, დაღლილი უბრუნდება მშობლიურ წიაღს და სთხოვს მზეს დაავიწყოს უცხო მიწაზე განცდილი სიმწარე, სადაც თაფლი წყალს ჰგავდა, ღვინო იყო `დაღლილი~ და მკვდარი ვარსკვლავი ედგა თავზე. ავტორი ხან მზეს მიმართავს და ხან მშობლიურ მიწას. როგორც ჩანს, ეს მისთვის თანაბარი სიმაღლის `ხატებია~.
`ხარ მბრძანებელი ასე კეთილი,მთიდან ჩანჩქერის ელვად ენთები,განა ღმერთია შენებრ კეთილი,დაგიჩოქებენ ყველა ღმერთები._ _ – - – _ _ _ _ _ _ _ _ _ _ვით შენს ვენახში ოქროს მარცვალი,მოვალთ მიწაზე სხივთა გუნდებად,მოვალთ სხვაგვარი გულის ფანცქალითდა უკვდავება დაგვიბრუნდება.~ (იქვე, გვ. 66)
პოეტი მზეს ველის და წყაროების, ჭალების და მინდვრების რჩეულად აცხადებს. მის შემოქმედებას ამშვენებს პროზა, რომელსაც ჰქვია `ვნების მოტივები~. აქ სტიქიათა ცეცხლის და წყლის, აგრეთვე ქვების, ქვიშის, კოცნის, ზეთისხილის ხეების ბუნებაა გადმოცემული. ეს ნაწარმოებები სწორედ ავტორის წინაპართა მემკვიდრეობიდან უნდა იღებდეს სათავეს. აქ ცეცხლი შმაგი და სხარტია, ფერფლი მჩატე და ჩუმი, წყალი ჩქარი და მეხსიერების არმქონე. `ზღვის წყლისგან გვაქვს სისხლში მარილი და ჩვენივე სისხლით დატკბება ზღვა. ეს ნამდვილად მოხდება, მაგრამ არა უადრეს ჟამთა აღსასრულისა~-ო(გაბრიელა მისტრალი, პოემები პროზად, მოთხრობები, 2003. გვ; 65), ასე ფიქრობს ავტორი.სტიქიებზე მსჯელობის დროს, გამორჩეულია მისი შედარებები, ისინი საოცარ წარმოსახვებს ბადებს. გავიხსენოთ თუნდაც `ცეცხლი~. ის `ელვარე სამკაულებით ცეკვავს ტყეში და თან ფეხებში უღიტინებს ხეებს~; ცეცხლს `გარინდებიდან გამოჰყავს ლითონები… ადნობს ოქროს, რათა იხილოს მისი წვეთი _ იდუმალი ღმერთების სისხლის ნაშხეფი~. Gგაბრიელა მისტრალს თავადაც ცეცხლოვანი ბუნება აქვს, სწორედ ამიტომ, ამ ნაწარმოებში ცეცხლი მთელ სამყაროს მოსდებია, ის ყველგან არის: ტყეში და წყალთან, ქარხნებსა და ზეცაში, ადამიანთა გულებში, სადაც სიყვარულის და სიძულვილის ალი ბრიალებს. უჩვეულოა ამგვარი დახასიათებაც: `ცეცხლი სულიწმინდისა _ თეთრად მოგიზგიზე ორი მუგუზალი _ მტრედის ორი ფრთა! ცეცხლი, პავლეზე რომ გადმოვიდა და განმსჭვალა იგი თხემით ტერფამდე!~(გ. მისტრალი, მთარგმნელი მ. გიგინეიშვილი, გამომცემლობა `საარი~, 2003, გვ 62). მსოფლიო კულტურული სივრცე პატივისცემითა და აღფრთოვანებით შესცქეროდა პოეტს. რაღათქმა უნდა, მზის კულტი და ინდიელთა ტომების ცხოვრება ცივილიზაციის მწვერვალს რომ არ წარმოადგენდა, მშვენივრად იცოდა; მაგრამ ისე, როგორც დიდ პიროვნებას ეკადრებოდა, მას ეყო გამბედაობა და საკუთარ შემოქმედებაში თავის წინაპართა სული გააცოცხლა, მათ ქოხში შევიდა, მათსავით მოუდრიკა მზეს თავი და იცეკვა… ინდიელივით იცეკვა ლექსებში… რითაც გვანიშნა: თუ ასე კარგი და მომხიბვლელი ვარ, იცოდეთ საიდანაც მოვდივარო… მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იგივე პოეტი ამბობს: `მშვენიერება არ არის გრძნობისათვის სატყუარა, იგი საზრდოა სულისთვის. შენს ყოველ ქმნილებას კრძალვით შეეგებე, რადგან, იგი ნაკლებია შენს ოცნებაზე, რომელიც არის ღვთაებრივი უბრალოება~. (`ხელოვნების ათი მცნება~) Gგაბრიელა მისტრალის გარდაცვალება 1957 წელს სამდღიანი გლოვით აღინიშნა ჩილეში და პოეტი ნიუ-იორკიდან დასაკრძალად მშობლიურ მიწა-წყალზე ჩამოასვენეს. `ხალხს დიდი მწუხარება დაატყდა თავს, თითქოს კორდილიერებს უზარმაზარი კლდე მოსწყდა და 7000 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ჩილელ ხალხს დაეცა გულზეო~ _ წერდა Pპაბლო Nნერუდა თავისი მასწავლებლისა და მეგობრის გარდაცვალებაზე. 1958 წელს ქალაქ სანტიაგოში გადაწყდა Gგაბრიელა მისტრალის სახელობის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის დაწესება.მზით ნასაზრდოები, ტროპიკულ მცენარეთა ნაყოფით გაჟღენთილი, მწვანე, უზარმაზარ ფოთოლთა სილამაზეში დაბადებული, მისი ენერგიული, ლაღი და გულწრფელი პოეზია, სითბოსა და ტრაგიზმს ერდროულად რომ იტევს, ღონიერი ტოტებისა და ყვავილებისგან დაწნულ, უშუალობისა და უბრალოების გვირგვინს იხდენს. ხშირად, აღტაცებით ასე მოიხსენიებდნენ _ `ცეცხლოვანი და ღვთისმოსავი გაბრიელა~.